ჩხოროწყუს მერმა უხუცესებს ხანდაზმულთა დღე მიულოცა

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს, 1 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროს კახა შელიასთან ერთად 100 წელს გადაცილებულ უხუცესებს სახლში ესტუმრა, დღევანდელი თარიღი მიულოცა მათ და ტკბილეული და თაიგულები გადასცა. ხანდაზმულთა დღის კვირეულს ჩხოროწყუში წითელი ჯვრის ორგანიზაცია შეუერთდა.




