ვინ და როგორ ისჯება უკანონო ვიდეოჩანაწერების გავრცელების გამო

ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ან პირადად მას ჩაუგდეს, ნებისმიერი ფორმით შეინახავს (ტელეფონში ან კომპიუტერში აპლიკაციით ჩამოწერს, ეკრანზე ვიდეოს გადაუღებს) და შემდეგ სხვა პირებს (მეგობრებს, ნაცნობებს) გაუზიარებს, კანონის შესაბამისად დაისჯება.
საქართველოს კანონმდებლობით, ასეთი ტიპის დანაშაული 4-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება. (სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).
სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ ამ ფორმით აქვთ შენახული ვიდეოები წაშალონ და არ გაავრცელონ. „სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.
ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“ – განაცხადეს შსს-ში.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ვინ წავა, ვინ მოდის და ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას ზუგდიდის მერიაში?


