“10 ათასი ადამიანია დასახვრეტი” – მეგის ქარდავას თანამებრძოლის ახალი იდეა

მეგის ქარდავას თანამებრძოლი, კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი და 2015 წელს წამების ბრალდებით დაკავებული გიორგი სამუშია სოციალურ ქსელში ამ სახის სტატუსს აქვეყნებს:
“ზუსტად 10.000 ნაძირალაა დასახვრეტი და ყველაფერი თავისით დალაგდება”
ცნობისთვის, გიორგი სამუშია ძებნილია. ამის შესახებ ინფორმაცია STV-ს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით, გიორგი სამუშიამ სხვა პირებთან ერთად, აიძულა მოქალაქე, ეღიარებინა ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა.
გამოძიების ინფორმაციით, ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, დაკავებული ავტომანქანით ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აწამეს. ამავე საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა.



![მედიაჯგუფი ზუგდიდში მეგის ქარდავას მანქანით გადაადგილდება [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/04/14839685-a195-494a-8d42-87dd8158e783.jpg)
