ლაშა გვასალია – სანდრას უთქვამს აქ სად გამოვაჩინო ზუგდიდელებიო

“ენმ-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრას უთქვამს აქ სად გამოვაჩინო ზუგდიდელებიო,”- ამის შესახებ ლაშა გვალაია Facebookის პირად გვერდზე წერს.
,,ისე, რომ ვიკითხო რამე ხომ არ დაშავდება, უფშვიტინე ჩუტყვავილას ცოლად წოდებული, ოდესღაც, იმ ავადმოსაგონარ წუწრუწუნა დროში, ჩვენი გასაცოდავებული ქვეყნის პირველი ლედი, თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატია თუ ზუგდიდის???
რა ვიცი, გენაცვალეთ, იმ ჰარი- ჰარად წარდგენაზე, დედაქალაქში რომ მოაწყვეს ნაცებმა ევრონაცებმა, ზუგდიდელი ვერავინ შევნიშნე და…
ქალბატონყოფილ სანდრინიოს უთქვამს: აქ, სად გამოვაჩინოთ ეს ზუგდიდელები, მაგათთვის იქ მოვაწყობთ ცალკე წარდგენასო! – ვაი, შენს პატრონს უბედურს, შენი დასაცინი და დასაწუნებელი რომ გახდებიან მეგრელები!!!
თუ ჩემი დასაცავი და შესაბრალებელი გახდებოდნენ ზუგდიდელი ნაცები და ევრო-ნაცები, ამას როგორ ვიფიქრებდი, მაგრამ სანდრა ტომ და ჯიშ არეული ქალის საქილიკო ნაღდად არ მემეტებიან, რაც არ უნდა იყოს, ერთი სისხლისანი ვართ!..
ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ მიშა ჩუტყვავილას დრო – წასულია, წასული..
წასული კი- წარსულია!..
პ.ს. ჰო, დამავიწყდა მეკითხა, ნიკანორ მელია რატომ არ გიმშვენებდათ გვერდს – საზეიმო წარდგენაზე?
გოცირიძეს უთქვამს, კუპონების ლომს: განაწყენებულია მელია, სანდრათი რომ ჩაანაცვლეს და იქ რას მოვიდოდაო? ის კი არა, გიორგი ბარამიძეს ისეთი ალიყური აჭამა, მაშინ აზანზარებული ჭაღები- დღესაც ჭრიალებენო!!!
კიდევ- კობა ნაყოფიას ვენდობი მხოლოდო, უთქვამს მიშაია ჩუტყვავილას. მაგია ერთგული კაციო! ..
მე კიდევ ის გამკვირვებია, ამ საბედიანოელ კაცს რა ჯანდაბა უნდა იმ უმისამართო, ძირუსაგნო უფშვიტინესთან?!
მოკლედ, “მიდის ოპერა ლაკმე- ბუტაფორიის შეხლა!,”- წერს გვასალია.
მსგავსი სიახლეები

ლაშა გვასალია – ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია

სამეგრელოს გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა გვასალია თანამდებობას ტოვებს?


