თაზო ფაცაცია – “ნაცმოძრაობა” და მის მიერ მართული ტელევიზია ახდენს სიცრუის ტირაჟირებას

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წევრი “ქართული ოცნებიდან” თაზო ფაცაცია, გასულ კვირას “შაბათის კურიერში” გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ეს იყო სიცრუის ტირაჟირება მმართველი ძალის სადისკრედიტაციოდ მომზადებული.
“მინდა გამოვეხმაურო ,,შაბათის კურიერში“ გასულ ცრუ რეპორტაჟს!!!
ნაციონალური მოძრაობის და მის მიერ მართული ტელევიზიის მიერ, ხდება სიცრუის ტირაჟირება, თითქოს ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციაში დაპირისპირებაა, რაც მტკნარი სიცრუეა. „ქართულ ოცნებაში“ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს და მოგონილ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბარი არის მიზანმიმართული პროპაგანდა რათა მოხდეს ჩვენი დისკრედიტაცია.
სიუჟეტში ნაჩვენები ადამიანები, რომლებიც თითქოსდა იყვნენ ოცნების კოორდინატორები, დღესაც არიან ნაც მოძრაობის ზონდერჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც ახდენენ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას. შემიძლია დაგისახელოთ ის ადამიანები, ვინც რუსთავი 2-ს თითქოსდა ფარულად ყავდა ჩაწერილი და თავს ასაღებდნენ ოცნების კოორდინატორებად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ადამიანები იყვნენ ზვიად ბერაია – საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, დღეს კი ენმ-ს წევრი, მეორე ეს არის ზუკა სოსოელია პოლიციის ყოფილი თანამშრომელი და დღეს ენმ-ს წევრი. დასვეს ეს ადამიანები და ალაპარაკეს ის რაც თვითონს სურდათ და ეგონათ, რომ მოსახლეობას შეიყვანდა შეცდომაში.
,,ნაციონალური მოძრაობის“ და მის მიერ მართული ტელევიზიის ამგვარ ქმედებებს, აქვს თავისი მიზეზი, ნაცმოძრაობა კარგად ხედავს საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის განწყობას, რომ არასოდეს მობრუნდეს ეს პარტია ხელისუფლებაში და ყველა ოცნების მომხრე თუ მოწინააღმდეგე სოლიდარულია ამ გადაწყვეტილების.
ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება არასოდეს ანდოს ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის მართვა, რაც ძალადობის მოყვარული ყოფილი ხელისუფლების წყრომას იწვევს”,-წერს სოციალურ ქსელში თაზო ფაცაცია.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად თაზო ფაცაცია, ოთარ ქადარია და კონსტანტინე კაკავა აირჩიეს

მერაბ ქვარაია – იარეთ და ატარეთ ეს უაზრო და არაფრისმთქმელი აქციები, ანთხიეთ ცილისწამებისა და სიცრუის ნიაღვარი


