ავტოსაგზაო შემთხვევას ხობში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევი-ბიის გადასახვევთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მრავაწლოვან ხეებს შეეჯახა და მანქანაში მყოფი ორივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.




