თეთნულზე ჩეხი ტურისტი დაშავდა

თეთნულზე ჩეხი ტურისტი დაშავდა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ტურისტი მაშინ დაშავდა როცა სრიალებდა. ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მესტიის მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.




