სენაკში, ნაფეტვარიძის 24 ნომერში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

სენაკში, ნაფეტვარიძის 24 ნომერში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. საცხოვრებელი სახლის ჩასაქრობად ადგილზე მისულ მეხანძრეებს 90 წელს გადაცილებული მარო სიჭინავას ცხედარი დახვდათ,მოხუცის გამოყვანა ადგილიდან ვერ მოხერხდა.
მეზობლების ინფორმაციით,ქალი მარტო ცხოვრობდა და მას გამათბობელი დარჩა ჩართული. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცავები.




