ავტომანქანა, რომელსაც ქალი მართავდა თხრილში გადავარდა

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისას კერძო ავტოპარკინგზე მსუბუქი მანქანა ჯებირს შეეჯახა და სიმაღლიდან ჩამოვარდა. ავტომანქანას ადგილობრივი ქალბატონი მართავდა. შემთხვევის შედეგად მძღოლმა მიიღო მსუბუქი დაზიანებები და ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.




