ყაჩაღებმა მაღაზიიდან ორი შოკოლადი წაიღეს – ყაჩაღობა სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული სუპერმარკეტი ,,მაგნიტი” დააყაჩაღეს.როგორც მაღაზიის თანამშრომელი აცხადებს, ორმა ნიღბიანმა სავარაუდოდ სათამაშო იარაღით თანამშრომლებს ფული მოსთხოვა, მას შემდეგ რაც თანამშრომლებმა განუცხადეს რომ სალაროში ფული არ იყო გასვლისას ორი შოკოლადი გაიყოლეს და შესასვლელი კარის შუშა ჩაამტვრიეს.
შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ 179 მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამდროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.




