დაბა ჯვარში, საერთო საცხოვრებელში ძლიერი დაკვამლიანება იყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში კოსტავას ქუჩაზე არსებულ საერთო საცხოვრებელში ძლიერი დაკვამლიანება იყო. როგორც სახანძრო სამაშველო სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი აცხადებს კვამლი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ამოდიოდა, რის გამოც მოქალაქეების ევაკუაცია უსაფრთხოებიდან გამომდინარე განხორციელდა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყო მობილიზებული. მდგომარეობა რამდენიმე წუთში განიმუხტა.
მსგავსი სიახლეები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში კოლეჯ „ლაკადას“ ტერიტორიაზე დასასრულს უახლოვდება სამი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა


