ფოთში 40 წლის ქალი მწვავე რესპირატორული ინფექციით გარდაიცვალა
ფოთში 40 წლის ქალი მწვავე რესპირატორული ინფექციით გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, 40 წლის ქალბატონს ყველა შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, მაგრამ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში, ამ წუთის მდგომარეობით, მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმტომებით მკურნალობას 11 პაციენტი გადის. მათი მდგომარეობა სტაბილურია.




