მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ახალსოფელში [ფოტო და ვიდეო]
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. მსუბუქი ავტომობილი გარეგაგანათების ბოძს დაეჯახა. მედიკოსების შეფასებით, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, პაციენტი იმყოფებოდა ტერმინალურ მდგომარეობაში და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რაც შეეხება მეორეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი შემოიყვანეს. ერთ მამაკაცის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, სხეულის მრავლობითი დაზიანებებით, რომელიც შემოყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მეორე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფება კვლევის ფაზაში”, – განაცხადა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 276 მუხლის მეხუთე ნაწილით.





