ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს განმუხურის აკვაპარკში უმასპინძლა.
ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში სასიამოვნო გარემოში დაესვენათ და სხვადასხვა ვიქტორინებსა და შეჯიბრებებში მიეღოთ მონაწილეობა.
გამარჯვებულ მოსწავლეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY S 10 გადაეცა.
გამარჯვებულ ნიკა ჭითანავას საჩუქარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ გადასცა და წარმატებები უსურვა.
ღონისძიება მუსიკალურად ბენდმა,,under 7″ გააფორმა.
აკვაპარკში გამართულ ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.