STV
რეგიონი

სენაკში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

საპროტესტო აქცია გამართეს სენაკში მშვიდობის ქუჩის მაცხოვრებელთა ნაწილმა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით გადაკეტეს თბილისი–სენაკი–ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალი.

სენაკელების თქმით, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრავი მძიმეწონუანი სატვირთო მანქანებმა პრობლემები შეუქმბა მათ საცხოვრებელ სახლებს, არ არსებობს ტროტუარი, არ არის გაწმენდილი სანიაღვრე არხები.

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრეს. მათი თქმით ბოლო თვეს სასმელი წყლის გადასახადი 500 და მეტი ლარი მოუვიდათ, რაც 10 ჯერ მეტია წინა თვეების გადასახადთან შედარებით.

აქციის მონაწილეებს შეხვდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი. მისი თქმით მომავალ წელს ქალაქის ცენტრალურ მშვიდობის ქუჩაზე ყველა პრობლემა მოგვარებული იქნება. რაც შეეხება მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობას, გზა საერთაშორისოა და მოძრაობის აკრძალვა გამორიცხულია, სანამ ალტერნატიული ავტობანის მშენებლობა არ მოხდება

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი