ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქში განთავსებულ ყველა ბიუსტს თვალზე წითელი სახვევი გაუკეთეს. ისინი სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებენ და თუმცა, პირად საუბრებში ამბობენ რომ „ეს ადამიანები ცოცხლები რომ იყვნენ, პროტესტს გაიზიარებდნენ. ისინი მოვლენების მონაწილეები, გულშემატკივრები და ლიდერები იქნებოდნენ”.
თვალის წითელი სახვევი თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთგვარი სიმბოლოა იმ ადამიანების სოლიდარობის ნიშნად, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგეს.