ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრ ,,რუხი მოლში” დღეს „საპარტნიორო ფონდსა“ და „USAID Zrda“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.
როგორც საპარტნიორო ფონდის აღამსრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიამ განაცხადა, უახლოეს მომავალში „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება.
პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს. სტარტაპერები, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda“ „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას გაუორმაგებს. გრანტის მოცულობა კი ჯამში ნახევარი მილიონი დოლარია.