ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
მაიზერ ნანავა სანიაღვრე წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა-მოწესრიგების სამუშაოებს შენგელიასა და ბერიას ქუჩებზე გაეცნო.
ღია და დახურული ტიპის სანიაღვრე წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა-მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს ლომოურისა და რიგის ქუჩებზე.
სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 220 000 ლარამდე იხარჯება.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.