STV
ვიდეო სპორტი

ანაკლიაში, გარდამავალ თასზე, კარატეს გუნდური ჩემპიონატი გაიმართა

 

ანაკლიაში, გარდამავალ თასზე, კარატეს გუნდური ჩემპიონატი გაიმართა. გუნდურობაში პირველი ადგილი ზუგდიდის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე თბილისის და მესამე იმერეთის გუნდებმა გადაინაწილეს. ჩემპიონატის ფარგლებში, ასევე გაიმართა სუპერ ლიგა 8 საუკეთესო 16 და 17  წლამდე ასაკის  სპორსმენს შორის.

ჩემპიონატი ორ დღიანი იყო და მასში საქართველოს საუკეთესო გუნდები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო, მედლები, თასები და სიგელები საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.

გამარჯვებული გუნდი  აგვისტოში შავის ზღვისა და კასპიის ჩემპიონატზე ტრაპიზონში გაემგზავრება.

საქართველოს გუნდური ჩემპიონატი ახალგაზრდებში ყოველწლიურად, იმართება და მისი ორგანიზატორია კარატეს ეროვნული ფედერაცია.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის ახალმა მულტიფუნქციურმა სპორტკომპლექსმა ფუნქციონირება დაიწყო

რედაქტორი

ფოთმა საერთაშორისო ტურნირს „პროტური ფოთი – 2025“ უმასპინძლა

რედაქტორი

ზუგდიდის სპორტკომპლექსის სერვისებით სარგებლობას მოქალაქეები ათდიან სატესტო პერიოდში უფასოდ შეძლებენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი