STV
რეგიონი

იგეგმება თუ არა ზუგდიდის მერიაში საკადრო ცვლილებები? -საკრებულო მერიის თანამდებობის პირთა ანგარიშებს ჩაიბარებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო მიმდინარე კვირას ზუგდიდის მერიის სამსახურების ანგარიშს მოისმენს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ანგარიშებს მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოს მაღალი თანამდებობის პირები ჩააბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო მოისმენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების მართვის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის, შესყიდვებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურების თანამდებობის პირთა ანგარიშებს”,-ნათქვამია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით STV ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, მაგდალინა თოდუას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს იქნება გეგმიური ანგარიში და განსაკუთრებული არაფერი ხდება. STV-ს კითხვაზე, იგეგმება თუ არა მერიის სხვადასხვა სამსახურებში საკადრო წმენდა, მაგდალინა თოდუამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მერიაში საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი