STV
ახალი ამბები

კიბერშეტევა “იმედისა” და “მაესტროზე” და გათიშული მაუწყებლობა

კიბერშეტევა 2000-მდე ვებგვერდზე – თავდასხმის გამო რამდენიმე წუთით შეწყვეტილი იყო ორი ტელეკომპანიის, “იმედისა” და “მაესტროს” მაუწყებლობა. სახელმწიფო უწყებების გარდა, სხვადასხვა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ საკუთარ ქსელზე წვდომა დაკარგა. ადმინისტრაციული ერთეულებისა და სასამართლოების ვებგვერდებზე მუშაობა შეუძლებელი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. პირველი კიბერშეტევა დღის პირველ ნახევარში მოხდა, რის შემდეგაც კიბერთავდასხმა, ეტაპობრივად, სხვადასხვა სამსახურზე გავრცელდა.

“იმედი ჰოლდინგის” იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ გაფუჭებულია ძვირადღირებული კომპიუტერები, დაზიანებულია ტექნიკა, სისტემაზე წვდომას კი კვლავ ვერ ახერხებენ.

ანდრო ლაშხის თქმით, ამ ეტაპისთვის გარდა იმისა, რომ ეს იყო კიბერშეტევა სხვა ინფორმაცია არა აქვთ. მისივე თქმით, ორივე ტელეკომპანიას ძალიან დიდი ზარალი მიადგათ.

დაზარალებული ტელეკომპანიები და სხვადასხვა ორგანიზაციები ამჟამად გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

გეკა გელაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დროისთვის სულ დაკავებულია 62 პირი

რედაქტორი

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი