STV
ახალი ამბები

მეუფე საბა – მეუფე პეტრემ გადაჭრა ყველა გზა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება დაუსაბუთებელი ბრალდებაა.

როგორც მეუფე საბამ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოსთან მყოფ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, მეუფე პეტრემ ეს ბრალდება უნდა დაასაბუთოს.

„ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ როდესაც მას არ აქვს დასაბუთება, ეს არის ცილისწამება და ბრალდება. როდესაც ხდებოდა მეუფე პეტრესთან დაკავშირებით მისი საკითხის განხილვა, ჩვენ ვცდილობდით, რომ მას გამოეთქვა სინანული, რადგანაც თუკი არის ეკლესიაში პრობლემები, მან უნდა ისაუბროს ამაზე სინოდზე. მან დაარღვია ამით კანონიკური კუთხე და სინოდის ნაცვლად საჯაროდ როდესაც მიდის საუბარი და თანაც დაუსაბუთებელი ბრალდებები, ჩვენგან იყო მისადგმი მოთხოვნა, რომ მას შენდობა ეთხოვა. მაგრამ გადაგვიჭრა ყველა გზა. მე ვიყავი პირადად ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ვაპირებდი დავჩოქილიყავი წმინდა სინოდის მღვდელმთავრების წინაშე და მეთხოვა, რომ მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის, მაგრამ მან გადაჭრა ყველა გზა“, – განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ.

კითხვაზე: რა არის მეუფე პეტრეს განცხადების მიზანი? მეუფე საბამ განაცხადა, რომ ეს მედიამ მას უნდა ჰკითხოს.

„ის ბრალდება, რომელსაც აყენებს, უნდა დაასაბუთოს“, – ბრძანა მეუფე საბამ და დასძინა, რომ მეუფე პეტრეს გადაყენების საკითხს წმინდა სინოდის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

გეკა გელაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დროისთვის სულ დაკავებულია 62 პირი

რედაქტორი

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი