სოციალურ ქსელში პატარა ანიტას დასახმარებლად სოციალურ ქსელში საქველმოქმედო აქცია დაიგეგმა, რომელიც დილატაციური კარდიომიოპათით დაავადებული პატარა გოგონას დახმარებას გულისმობს.
პატარა ანიტას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება- დილატაციური კარდიომიოპათია, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში, უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ შევძლებთ გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვებასა და დონორის პოვნას.

“შესაბამისად დიდ თანხაზეა საუბარი, (ზუსტად რა თანხაა არ ვიცით კალკულაცია უნდა მოხდეს და როგორც კი გვეცოდინება ზუსტი თანხა ინვოისს ავტვირთავთ) სანამ ზუსტ კალულაციას გამოგვიგზავნიან უკვე ვიწყებთ თანხის შეგროვებას რადგან ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და არც ერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლება!!!! ვისაც რისი საშუალება გვაქვს დავეხმაროთ.
ბავშვი არის ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოვებით 300 000 ევრო ჯდება. სანამ თანხას არ გადავურიცხავთ არაფერს არ უკეთებენ!!! გაუკეთეს მხოლოდ გადასხმა! ბავშვის გადმოფრენა სხვა არც ერთ ქვეყანაში არაა შესაძლებელი.
- თითოეული თქვენგანის დახმარება და ჩარიცხული ძალიან მიზერული თანხაც კი ხსნა იქნება 2 წლის ანიტასთვის. მეგობრებო თქვენი დახმარების იმედი გვაქვს, ერთად ყველაფერი გამოგვივა.