ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წელს წითელას გამო 140 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 10 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილების უმრავლესობა ხუთ წლამდე ბავშვები არიან, რომელთაც ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდა.
“ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ბავშვი ისეთი დაავადებისგან კვდება, მაგალითად წითელა, რომლის აღკვეთაც ვაქცინაციით შეიძლება, არის კოლექტიური უუნარობა დავიცვათ ბავშვები”, — განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გიბრეისუსმა.
2018 წელს წითელათი დაავადებების ნახევარი უკრაინაზე, ლიბერიაზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, მადაგასკარსა და სომალიზე მოდის.
ჯანმოს წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში წითელათი დაავადებულთა რიცხვი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს სამჯერ აღემატება. აშშ-ში კი ბოლო 25 წლის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.