STV
რეგიონი

დავით ფარცვანია დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

 სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, რუხის ინოვაციების ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე დევნილმა ახალგაზრდებმა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს ახალგაზრდული იდეები გააცნეს და საჭიროებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდულ სკოლას. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ახალი პროექტი 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობა აძლევს სხვადასხვა მიმართულებებით განათლება მიიღონ და უცხოეთსა და საქართველოში ცნობილი ექსპერტების ლექცია-სემინარებს დაესწრონ, სკოლის ფარგლებში ექსკურსიები და გასვლითი ტურებიც გაიმართება.

ლექცია-სემინარები ჩატარდება საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო გამოსვლების, დებატების ხელოვნების, ტურიზმის და აგრო-ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი