STV
რეგიონი

პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ პირს ბრალს წარუდგენენ

ზუგდიდში, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ პირს, 51 წლის გელა ქანთარიას, ბრალს სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგენენ. ხვალ კი ზუგდიდის რაიონული სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ქანთარიას ადვოკატმა ზვიად ქობალავამ განაცხადა.

“რადგან ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება,აქ გვაქვს სავალდებულო დაცვის შემთხვევასთან საქმე და ჩართული ვარ როგორც სახაზინო ადვოკატი“,-გვითხრა მან.

გელა ქანთარია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირია. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციამ გელა ქანთარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი (ცეცხლსასროლი იარაღი) ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი