STV
რეგიონი

ზუგდიდის მერმა ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან თაზო ფაცაციასთან ერთად დღეს, ქალაქის ქუჩებში დედის დღე ქალბატონებს თაიგულებით მიულოცა, დიდხანს სიცოცხლე, ბედნიერება და ჯანმრთელობა უსურვა.

„გაზაფხულის პირველი დღესასწაულია 3 მარტი, დედის დღე. ვულოცავ ამ ლამაზ დღეს ყველა დედას. ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას და, რაც ყველაზე მთავარია, სამშობლოსთვის განათლებული და საამაყო შვილების აღზრდას. შვილებს კი ვუსურვებ, ჰქონდეთ უნარი, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“. – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

საქართველოში, დედის დღე, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. ამ დღეს მსოფლიოს 46-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი