ხანძარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. არსებული ინფორმაციით, საკალანდიოს უბანში ტყის მასივი იწვის. ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია როგორც სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.