ადვოკატი, რომლის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სოციალურ ქსელში დაპოსტა და მოგვიანებით სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო, ამავე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მინდა გამოვეხმაურო, ზუგდიდის რაიონული სასამართლოში გუშინ განვითარებული მოვლენებს, სასამართლოში სადაც არსებითი განხილვა მქონდა ჩანიშნული, გავაკეთე განცხადება პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ პრევენციის მიზნებისთვის, ვინაიდან გლობალური ეპიდემია, რომელიც მძვინვარებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით და მათ შორის საქართველოშიც COVID-19 ვირუსი, რომელიც გუშინდელი მონაცემებით ბოლო 24 სათის განმავლობაში საქართველოს მაშტაბით 9 შემთხვევა იყო დაფიქსირებული ( ორი საათ ნახევარში ერთი შემთხვევა)
როდესაც დაავადება ზოგადად არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებს, არამედ მთელ მსოფლიოს მაშტაბებს მოიცავს, სადაც, დღემდე მსოფლიოს მედიცინის წამყვანი სპეციალისტები ვირუსის წინაამღდეგ ვაქცინას ვერ ქმნიან, აღნიშნული გარემოება მაძლევდა სრულ უფლებას მიმეღო გადაწყვეტილება COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოების მხედველობაში მიღებით, განვრიდებულიყავი ხალხმრავალ ადგილებს, მათ შორის არ მიმეღო მონაწილეობა სასამართლო სხდომებში, თუ ამისი განსაკუთრებული აუცილებლობა არ იარსებებდა (სპეციალური ვადების მქონე საქმეები).
სასამართლოში სადაც დაცულად არ ვგრძნობ თავს ვინაიდან არ არის დაცული უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტებიც კი – კერძოდ: 1. სასამართლო დარბაზებში შემომსვლელი პირები არ მოწმდება დისტანციური თერმომეტრით. 2. დამსწრეებს ადგილზე არ ურიგდებათ პირბადეები (მთელი ქვეყნის მაშტაბით აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია) მიმაჩნია, რომ სასამართლომ მიიღო სწორი/გონივრული გადაწყვეტილება პროცესის მაისამდე გადადების თაობაზე, აქვე ავღნიშნავ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღემაბდე განმცხადებლისგან ანუ ჩემგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია, რომ არ მქონია აღნიშნული ვირუსით დაავადებულ ადამიანთებთთან, როგორც პირდაპირი ასევე, არაპირდაპირი კონტაქები, არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ და არ ვიყავი აღნიშნული ვირუსის მატარებელი. მიმაჩნია რომ, სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება ყველა პროცესში მონაწილე მხარეები უნდა განთავსიუფლდეთ პროცესებზე გამოცხადების ვალდებულებისაგან , თუ განსაკუთრებული აიცილებლობას არ იწვევს მხარის პროცესზე გამოცხადების ვალდებულებას (სპეციალური ვადების მქონე საქმეები).
სწორედ აღნიშნულს ეხებოდა ჩემი ზ/განცხადება და ტერმინი რომელიც ვიხმარე „თვითიზოლაცია“ , რომელსაც მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია. დიახ, ეხლაც განვმეორდები, რომ ვარ „თვითიზოლაციაში“ და ამ ტერმინში ვგულისხმობდი (როგორც ეს სასამართლოში განვმარტე) , რომ მაქსიმალურად განვერიდო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ შორის სასამართლოს, სანამ ქვეყენაში სიტუაცია არ იქნება დასტაბილურებული.
პ.ს. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ არ ვარ საზოგადოებისათვის საშიში, ვარ სრულიად ჯანმრთელი და გთხოვთ, რომ დამშვიდეთ... "-წერს ადვოკატი ლექსო არქანია.