STV
ახალი ამბები

გიორგი გახარია: სიტუაცია არის რთული. ეს არის ის, რომელსაც ჩვენ ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე  მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფიცირების წყარო უცნობია.

მისივე თქმით, სახეზეა ვირუსის შიდა გადაცემა.

ამასთან, გახარიას განმარტებით, ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა.

„ამ დროისთვის, დღეის მონაცემებით, ინფიცირებული გვყავს 54 ადამიანი, კარანტინში იმყოფება 3 254 ადამიანი. 21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. დღეს გვქონდა რთული შემთხვევა, მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინიფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა, ეს არის ის შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი.

ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს  ნიშნავს. სიტუაცია არის რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვეძახდით გავრცელების ახალ ეტაპზე, შიდა ეტაპზე გადასვლას, რომლისთვისაც მაქსიმალურად ვართ მომზადებული. ყველა ამ მომზადების მიუხედავად, სიტუაცია რთულია. საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეული და ბოლნისი გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

გეკა გელაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დროისთვის სულ დაკავებულია 62 პირი

რედაქტორი

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი