STV
ახალი ამბები

საქართველოში ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მათ შორის მატარებლით გადაადგილება იზღუდება

საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

როგორც საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქვეყანა გადავიდა შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც მოითხოვს აღნიშნული პროცესის მაქსიმალურ შეჩერებას.

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე, ამიტომაც ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით მგზავრების გადაყვანას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ეს შეზღუდვა დღეს, დღის ბოლოს, 24:00 საათზე ამოქმედდება.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

გეკა გელაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დროისთვის სულ დაკავებულია 62 პირი

რედაქტორი

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი