STV
რეგიონი

გიორგი შენგელია: მერია მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის მიზნით, ოთხ მოწყვლად ჯგუფს დაეხმარება

„მოგესალმებით ყველას, მინდა დავიწყო სამადლობელი სიტყვებით, იმ ადამიანების მიმართ, ვინც განსაკუთრებულ შრომას წევს ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინააღმდეგ საბრძოლველად, ესენი არიან ექიმები ჩვენი პოლიციელები,საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს, რომლებიც ემსახურებიან მოქალაქეებს, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა და ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართულია ამ პროცესებში“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ ბრიფინგზე.

მუნციპალიტეტის მერია, მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის მიზნით, ოთხ მოწყვლად ჯგუფს დაეხმარება. ესენია, მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი ოჯახები, მომვლელის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები და მარტოხელა, 60 წელს გადაცილებული ხანდაზმულები. მუნიციპალიტეტში ასეთი, 700- დმე ოჯახია.

„სოციალური კვებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს ბიზნესმენებმა და ჩვენმა მოქალაქეებმა, ვმუშაობთ, რომ მოვივცვათ ყველა ის ოჯახი, რომელიც დარჩა სამსახურის გარეშე. ასევე, გაგრძელდება, საბავშო ბაღბის კვებით უზრუნველყოფის პროგრამაც“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მერმა, მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, აუცილებელი საჭიროების გარეშე.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი