STV
რეგიონი

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, გვიან ღამით, 67 წლის მამაკაცი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, გვიან ღამით, 67 წლის მამაკაცი შეიყვანეს. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. პაციენტი ზუგდიდის სოფელ ზედაეწერიდან არის. როგორც ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, მისი ანალიზები დღეს გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 67 წლის მამაკაცი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, გვიან ღამით, 67 წლის მამაკაცი შეიყვანეს. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. პაციენტი ზუგდიდის სოფელ ზედაეწერიდან არის. როგორც ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, მისი ანალიზები დღეს გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.

Gepostet von STV.GE სამეგრელო am Mittwoch, 25. März 2020

„ეს მამაკაცი ნამყოფია თურქეთში და ახლახანს ჩამოვიდა. აქვს ტემპერატურა, ცხელება, ხველა. აქედან გამომდინარე ჩათვალა მედპერსონალმა საჭიროდ, რომ ანალიზები გაეგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას. პაციენტი 14 მარტს ჩავიდა თურქეთში, ხოლო საქართველოში დაბრუნდა 20 მარტს. მას შემდეგ ის იცავდა თვითიზოლაციის წესებს და არ დაურღვევია. არ გამოსულა გარეთ. წუხელ გახდა ცუდად და წუხელვე გადმოიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში“, -აცხადებენ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი