STV
რეგიონი

საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემა დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ორი კვირის მარაგს მიიღებენ და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. დარიგების პროცესს მონიტორინგს გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია უწევენ.

„დღეს ჩვენ დავიწყეთ საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგება. ამ ეტაპზე ორი კვირის მარაგს გადავცემთ და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ვაკონტროლებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები იქნას გათვალსიწინებული. პროცესში ასევე, მოხალისეები არიან ჩართულები. ისინი მაქსიმალურად აკონტროლებენ სოციალურ დისტანციას“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდში 62 სააღმზრდელო დაწესებულებაა, სადაც 4172 აღსაზრდელია. პროდუქტის გაცემა დღეს წაიწყო და ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. არნიშნულ პროცესს მონიტორინგს, მერთან ერთად, საკრებულოს წევრები გაუწევენ.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი