ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ოთხი პირიდან ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოს პრესსამსახურში ადასტურებენ.
საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით ოთხივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს და მათ არ აღენიშნებათ მაღალი სიცხე და ხველება.
ცნობისთვის, ინფექციურში ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ოთხი პირი გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოათავსეს. მათ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.