STV
სპორტი

ფოთის მერმა წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ უ-შუ-სა და კანოე კაიაკით ნიჩბოსნობაში, სხვადასხვა შეჯიბრებში გამარჯვებულ სპორტსმენებს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცა.

შეხვედრას მერის მაოდგილე გიორგი ფარეშიშვილი, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ნიკა გრიგოლია, ა(ა)იპ სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელები და მწვრთნელები ესწრებოდნენ.

სასომხეთის დედაქალაქ ერევანში, ,,ევრაზიის უ-შუს ვარსკვლავის თასი 2018’’ გათამაშებაში, ორი ფოთელი 10 წლის სოფიკო აფხაზავა და 8 წლის საბა გოგია იღებდნენ მონაწილეობას.

სოფიკო აფხაზავამ საჩვენებელ გამოსვლაში ,,ტაოლუ’’, გრძელი იარაღით გამოსვლა ,,გუნშუ-სა’’ მოკლე იარაღით გამოსვლა ,,ჯიანშუ-ში’’ პირველობა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
დებიუტანტმა საბა გოგიამ კი, ორ გამოსვლაში პირველი ადგილი და ოქროს მედლები გრძელი იარაღით გამოსვლაში ,,გუნშუ’’ კი მეორე ადგილი მოიპოვა.

6-7 ოქტომბერს, მდინარე რიონზე ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატში კანოე კაიაკით ნიჩბოსნობაში, ფოთელმა მურმან მალანიამ და გია გაბედავამ, 200 მ. დისტანციაზე, I ადგილი მოიპოვეს.

წარმატებით იასპარეზა ლიდია სულაბერიძემ – III ადგილი,(კანოე ერთადგილიანი, მწვრთნელი ზურაბ მალანია) ლუკა დობორჯგინიძე – I ადგილი, 200 მ. დისტანცია, ორადგილიან ბაიდარებით ნიჩბოსნობა; II ადგილი, 500 მ. დისტანცია, ბაიდარებით ნიჩბოსნობა; III ადგილი, 1000 მ. დისტანცია, ბაიდარებით ნიჩბოსნობა (მწვრთნელი კობა ტაბატაძე, მენეჯერი აკაკი იოსავა).

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის ახალმა მულტიფუნქციურმა სპორტკომპლექსმა ფუნქციონირება დაიწყო

რედაქტორი

ფოთმა საერთაშორისო ტურნირს „პროტური ფოთი – 2025“ უმასპინძლა

რედაქტორი

ზუგდიდის სპორტკომპლექსის სერვისებით სარგებლობას მოქალაქეები ათდიან სატესტო პერიოდში უფასოდ შეძლებენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი