,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 9 საზღვრისპირა ადმინისტრაციულ ერთეულს, სურსათის ჩანთები გადაეცა საჩუქრად.
სურსათის ჩანთებზე განთავსებულია ინფორმაცია COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის-112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ. მოსახლეობისთვის ჩანთების გადაცემა მოხდება უსასყიდლოდ, სოფლის თემებში მოქმედი სასურსათო მარკეტების მეშვეობით.
კამპანიის მიზანია მოსახლეობის უწყვეტი ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად რეგიონული ჰაბების, ბიზნეს კომპანიების, თვითმმართველობის, მოხალისეთა ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით – განსაკუთრებით ისეთ სამიზნე ლოკაციებში, სადაც დეზინფორმაციის გავრცელების ალბათობა მაღალია, მათ შორისაა საზღვრისპირა და რაიონულ ცენტრებს მოშორებული სოფლების მაცხოვრებლები, დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა, ხანდაზმულები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და სხვა.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).