STV
ახალი ამბები

ცერცვაძე შეზღუდვების მოხსნაზე: არ უნდა ვიჩქაროთ, ეს იქნება დაახლოებით 1 თვეში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაუქმებასა თუ შემსუბუქებას დაახლოებით ერთ თვეში ვარაუდობს. 

როგორც ცერცვაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა, ამ ვითარებაში არ უნდა აჩქარდნენ და შეზღუდვები ეტაპობრივად, ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით უნდა მოიხსნას. 

“ძალიან არ უნდა ავჩქარდეთ. არ უნდა გავაკეთოთ ეს მარტო იმიტომ, რომ ასე გვინდა ან ქვეყნის ეკონომიკას ასე სჭირდება. უნდა დავიჭიროთ ის მომენტი, როდესაც ქვეყანამ უზრუნველყო რაღაც სტაბილურობა ან ეპიდემიის დაღმავალი მიმართულება სწორედ იმით, რასაც აქამდე ვაკეთებდით და მერე დავიწყოთ ეტაპობრივი მოხსნა. ეს, ჩემი აზრით, იქნება სადღაც 1 თვეში”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

გეკა გელაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დროისთვის სულ დაკავებულია 62 პირი

რედაქტორი

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი