STV
სპორტი

სენაკის მერი, პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს, 17 წლის გიორგი ჩხიკვაძეს შეხვდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა ქართული სპორტის ისტორიაში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში პირველ ჩემპიონთან, 17 წლის სენაკელ ფალავანთან ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, გიორგი ჩხიკვაძესთან.

შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, კომიტეტის წევრი ლევან ლატარია, მწვრთნელი ვალერი მურღულია, ჩემპიონის დედა ელზა ჯიჯელავა და მერიის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი ჩხიკვაძემ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, არგენტინაში, სამი ბრძოლა გამართა. პირველ წრეში ძლიერი სომეხი მეტოქე საჰაკ ივანესიანი დაამარცხა, მეორეში – ალჟირელი აჰმედ მერიხი, ფინალში, ვადაზე ადრე, ყირგიზელ ელმირბეკ სადიროვთან ბრძოლა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა და ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

პირველად საქართველოს ისტორიაში, ბუენოს-აირესში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. სრულიად საქართველომ და განსაკუთრებით გიორგის მშობლიურმა სენაკმა დიდი სიამაყით გაიზიარა გიორგის გამარჯვების სიხარული, რომელიც მან თავის ქვეყანას მიუძღვნა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ბუენოს-აირესში ისტორიული წარმატებით მოგვრილ შთაბეჭდილებებზე. მუნიციპალიტეტის მერმა ხაზი გაუსვა სენაკში წარმატებული სპორტსმენების აღსაზრდელად შესაბამისი პირობების შექმნისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს, ჩემპიონს გამარჯვება მიულოცა, ფულადი საჩუქარი გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის ახალმა მულტიფუნქციურმა სპორტკომპლექსმა ფუნქციონირება დაიწყო

რედაქტორი

ფოთმა საერთაშორისო ტურნირს „პროტური ფოთი – 2025“ უმასპინძლა

რედაქტორი

ზუგდიდის სპორტკომპლექსის სერვისებით სარგებლობას მოქალაქეები ათდიან სატესტო პერიოდში უფასოდ შეძლებენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი