ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, მსოფლიო ჩემპიონის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის, ნუგზარ წურწუმიას საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას , სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, პარლამენტის წევრი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ჩემპიონის გულშემატკივრები ესწრებოდნენ