ქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, 23 ნოემბერს ფოთის იპოდრომზე, ნიკო ნიკოლაძის 175 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ცხენოსნობაში შეჯიბრი გაიმართა.
შეჯიბრი ცხენოსნობის ორ ძირითად სახეობაში ჩატარდა: დოღსა და კონკურში. მასში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული მხედრები მონაწილეობდნენ.
ცხენოსნობის ორივე სახეობაში ფოთის საცხენოსნო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს პირველობა: დოღში_ნიკა ვეშპიძემ, ცხენით „პეგი“ და კონკურში გიორგი კვარაცხელიამ ცხენით „პირველი“.
გამარჯვებულები ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და საკრებულოს წევრმა თორნიკე ხარჩილავამ დააჯილდოვეს.