ზუგდიდში, ჭადრაკის სასახლესთან არსებული ზებრა გადასასვლელი მოხალისეებმა მოხატეს. გადასასვლელს ჭადრაკის დაფის ფორმა აქვს. ინიციატივა ახალგაზრდულ ასოციაცია “დრონს” ეკუთვნის და ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
ახალგაზრდების მიერ იგეგმება ქალაქში, რამდენიმე ქვეითთა გადასასვლელის მოხატვა.
რამდენიმე დღის წინ მოხალისეებმა კოსტავას ქუჩაზე კედელი სხვადასხვა თემატური ნახატებით მოხატეს.
ღონისძიება კამპანია “გააფერადე ზუგდიდი“-ს ფარგლებში ტარდება.