STV
სპორტი

ალექსანდრე მოწერელია რეგიონის კარატისტებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონის კარატისტებს შეხვდა, შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. სპორტსმენებმა სახელმწიფო რწმუნებულს მათ მიერ მოპოვებული საქართველოს ჩემპიონის გარდამავალი თასი გადასცეს, რომელიც მომავალ ჩემპიონატამდე რწმუნებულის ადმინისტრაციაში განთავსდება.

„მიხარია თქვენი წარმატება და გისურვებთ, რომ ეს თასი კიდევ დიდხანს დარჩეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. რწმუნებულმა სპორტსმენების დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.

2018 წლის გაზაფხულზე გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ-კონტაქტური წესებით მოასპარეზე სპორტსმენთა შორის, სადაც ზუგდიდის გუნდებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის ახალმა მულტიფუნქციურმა სპორტკომპლექსმა ფუნქციონირება დაიწყო

რედაქტორი

ფოთმა საერთაშორისო ტურნირს „პროტური ფოთი – 2025“ უმასპინძლა

რედაქტორი

ზუგდიდის სპორტკომპლექსის სერვისებით სარგებლობას მოქალაქეები ათდიან სატესტო პერიოდში უფასოდ შეძლებენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი