ორშაბათს სამეგრელოს ახალი გუბერნატორი ეყოლება. დილის საათებში მას პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე სახელმწიფო კანცელარიაში წარადგენს და იმავე დღეს, ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად შეუდგება.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იქნება სამეგრელოს ახალი გუბერნატორი მკაცრად არის გასაიდუმლოებული. სავარაუდო გუბერნატორზე მხოლოდ ვერსიები და ჭორები ვრცელდება.