საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 22 და 25 მარტს სტუმრად ავსტრიასთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეკრებაზე “ტორპედოს” მეკარეს ლუკა მიქაიას უხმო.
შეგახსენებთ, რომ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, 17 წლის ზუგდიდელმა მეკარემ, ლუკა მიქაიამ “ტორპედოსთან” პროფესიონალური კონტრაქტი თებერვლის თვეში გააფორმა. საფეხბურთო კლუბსა და ფეხბურთელს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.