STV
სპორტი

ჩხოროწყუს მერი სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულებს შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად რეგიონული თამაშების მონაწილე გუნდებს შეხვდა, მათ საჭიროებებს გაეცნო, მიღწეული წარმატებები მიულოცა და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის სტანდარტებით დამზადებული ფორმები გადასცა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგიონულ თამაშებში მონაწილეობისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.

10 მარტს ლესიჭინეს #2 საჯარო სკოლის გოგონები ბადბინქტონში ჩემპიონები ,ხოლო ბიჭები მე-3 პრიზიორები გახდნენ. 16 მარტს ბიჭებმა მაგიდის ჩოგბურთში ასევე მე -3 ადგილი დაიკავეს. რეგიონულ თამაშებში მონაწილეობას მუნიციპალური თამაშების გამარჯვებული სკოლების მოსწავლეები ღებულობენ მინი ფეხბურთში- სოფელ ხაბუმეს საჯარო სკოლის გუნდი.

ფრენბურთში – სოფელ ახუთის # 1 საჯარო სკოლის გოგონათა და სოფელ ჭოღის ვაჟთა გუნდი, გეზრბენში – ქალაქ ჩხოროწყუს # 1 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდი. ბადმინტონში -სოფელ ლესიჭინეს #2 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდი. კალათბურთში – სოფელ მუხურის საჯარო სკოლის ვაჟთა და სოფელ ზუმის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი. მაგიდის ჩოგბურთში – სოფელ თაიას გოგონათა და ქალაქ ჩხოროწყუს # 1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი, მხიარულ სტარტებში -სოფელ ზუმის საჯარო სკოლის გუნდი .

სამეგრელო ზემო სვნეთის რეგიონული თამაშები 2019 ზუგდიდში,ფოთსა და აბაშაში ჩატარდება. გუნდები პირველობისათვის რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებენ ბრძოლას. მუნიციპალიტეტის მერია თამაშებში მონაწილე გუნდებს წარმატებებს უსურვებს.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის ახალმა მულტიფუნქციურმა სპორტკომპლექსმა ფუნქციონირება დაიწყო

რედაქტორი

ფოთმა საერთაშორისო ტურნირს „პროტური ფოთი – 2025“ უმასპინძლა

რედაქტორი

ზუგდიდის სპორტკომპლექსის სერვისებით სარგებლობას მოქალაქეები ათდიან სატესტო პერიოდში უფასოდ შეძლებენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი