STV
რეგიონი

ზუგდიდიში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება

ზუგდიდიში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნენ.

სამშენებლო სამუიშაოების დასრულება 2020 წლის იანვარ-თებერვალში იგეგმება. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. წყალარინების ქსელის მშენებლობა 85 მილიონი ლარი, ხოლო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 42 მილიონი ლარი ჯდება. პროექტი მთელი ქალაქის ამორტიზებული წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას და 180 კილომეტრამდე წყალარინების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით. აღნიშნული შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკებს.

ზუგდიდის მოსახლეობის 60%, წყალარინების სისტემის არარსებობის გამო, დღემდე ვერ სარგებლობს საკანალიზაციო სისტემით. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქს ექნება წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა და ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და გაუუმჯობესდება საყოფაცხოვრებო პირობები.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი