STV
კულტურა

გორის ქალთა კამერულმა გუნდმა სენაკში ლექცია-კონცერტი გამართა

,,…ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ ხელოვნება…” – ასე შეაფასა მსმენელმა დღეს, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული საღამო მსოფლიოში აღიარებული გორის ქალთა კამერული გუნდის მონაწილეობით.

ლექცია-კონცერტის დაწყებამდე, კამერული გუნდის წევრებმა, სამხატვრო ხელმძღვანელმა თეონა ცირამუამ, ქართული საოპერო ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, სენაკის საპატიო მოქალაქემ ანზორ შომახიამ, მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, ხელოვნების ცენტრის დირექტორ ვეფხვია ვეფხვაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის წარმომადგენლებთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – დრამატულ თეატრში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.

შემდეგ, ქალაქის საპატიო სტუმრებს ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლამ უმასპინძლა.

არტისტიზმით, მაღალი საშემსრულებლო მანერით, მისეული ხედვით გამორჩეულმა კამერულმა გუნდმა, რომელსაც 6 წელია სათავეში უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი თეონა ცირამუა უდგას, ლექცია-კონცერტი გამართა.

მსმენელს გორის ქალთა კამერული გუნდის მიღწევებსა და მსოფლიო აღიარებაზე ქართული საოპერო ხელოვნების მოღვაწე, კამერული გუნდის კონსულტანტი ანზორ შომახია ესაუბრა.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

14 სექტემბერს ზუგდიდის საპატიო წოდების მინიჭების ღონისძიება გაიმართება

რედაქტორი

ზუგდიდში კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ოპერის მსოფლიო დონის შემსრულებლებმა იმღერეს [ფოტო]

რედაქტორი

ლეგენდარული კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი