STV
სპორტი

საფეხბურთო გუნდმა „ზუგდიდმა“ „ცხინვალთან“ 3:1 წააგო

ზუგდიდის საფეხბურთი გუნდმა ზედაეწერის სტადიონზე “ცხინვალს” უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

როგორც გუნდის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, პირველი გოლი სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა, დათა სიჭინავამ გაიტანა. ანგარიში ტაიმის ბოლოსთვის ანდრეი ჩოლაკუმ ორამდე გაზარდა.

მასპინძლებმა ანგარიშის შემცირება მეორე ტაიმში შეძლეს. ცხინვალელთა კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი, ზუსტად ბორის მახარაძემ შეასრულა. შეხვედრის დასასრულს მოწინააღმდეგეებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და საბოლო ანგარიშიც დააფიქსირეს.

ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის დასრულებამდე სამი ტური რჩება. “ზუგდიდი” ათგუნდიან ჩემპიონატში 7 ქულით მეცხრე ადგილზეა.

 

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის ახალმა მულტიფუნქციურმა სპორტკომპლექსმა ფუნქციონირება დაიწყო

რედაქტორი

ფოთმა საერთაშორისო ტურნირს „პროტური ფოთი – 2025“ უმასპინძლა

რედაქტორი

ზუგდიდის სპორტკომპლექსის სერვისებით სარგებლობას მოქალაქეები ათდიან სატესტო პერიოდში უფასოდ შეძლებენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი