STV
რეგიონი

ინციდენტი ფოთში – დაკავებულია ტაეკვანდოს სამი მწვრთნელი

ფოთში ინციდენტი მოხდა . დაკავებულია ტაეკვანდოს სამი მწვრთნელი. დღეს ტაეკვანდოში ფოთში შეჯიბრი იმართებოდა , სადაც ჩამოვიდნენნ სპორტის ამავე სახეობის მწვრთნელები სხვადასხვა რეგიონიდან. მათი თქმით, 7 წელია საქართველოს ტაიკვანდოს ეროვნულ ფედერაციას მართავს სულხან ბაბუაძე და მისი მუშაობით უკმაყოფილოები არიან. აბობენ , რომ ის არაფერს აკეთებს ტაიკვანდოს წინსვლისთვის. ისინი პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებენ და მის გადაყენებას მოითხოვენ.

დღეს მწვრთნელები ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ , თუმცა მათივე თქმით , გამგეობის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს , რაც ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს.ისინი დაკითხვაზე ფოთის პოლიციაში იმყოფებიან.

,,ინციდენტი ზოგადად გამოიწვია ფედერაციის არასწორმა მმართველობამ. ეს წლების პრობლემაა. მწვრთმნელების 95% ამ პრეზიდენტს სამი თვეა ბოიკოტს უცხადებს . ეს ადამიანი ყველაფერზე იგნორირებას გვიკეთებს.დღეს ამ ქაალქში ტარდებოდა ღია ჩემპიონატი , სადაც რეალურად მონაწიელობა უნდა მიეღო 350-ზე მეტ სპორტსმენს უნდა მიეღო მონაწილეობა .დაახლოებით ასპარეზობდა 60 სპორტსმენი.დიდი ხანია მასთან შეხვედრას ვითხოვთ , რომ ჩატარდეს ყრილობა , მაგრამ 2016 წლიდან არ ჩატარებულა. ვინ წყვიტავს და რას წყვიტავს საერთოდ არა ვიცით.წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არიან ფედერაციის წევრები,“-განაცხადა კლუბ ,,დოჯოს“ მწვრთნელმა შოთა გოჩიაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე 126 ე მუხლითაა აღძრული, რაც ძალადიბას გულისხმობს

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი